თენგიზ გუნავას იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალი მოუხსნეს

თენგიზ გუნავას იარაღთან და ნარკოტიკებთან დაკავშირებული ბრალი მოუხსნეს

პროკურატურამ თენგიზ გუნავას იარაღის შეძენა-შენახვა ტარებისა და ნარკოტიკული საშუალების შეძენა-მოხმარების ბრალდება მოუხსნა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე პროკურატურის წამომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აღნიშნული ბრალდება გუნავას პროცესუალური დარღვევებით წაუყენეს.
ბრალის მოხსნის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა.

აღნიშნულ ბრალდებაზე გუნავას აღმკვეთ ღონისძიებად 10-ათასლარიანი გირაო აქვს შეფარდებული. ბრალის მოხსნასთან ერთად, მას თანხა უკან დაუბრუნდება.
რაც შეეხება სხვა ბრალდებას, რომელიც სახელმწიფო ქონების გაფლანგვას გულისხმობს, ამ ბრალდებაზე საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 26 მარტს ჩაინიშნა.