არჩილ კბილაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

არჩილ კბილაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ კბილაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა , საუბარი იმ მიდგომას შეეხებოდა, რაც პროკურატურის ახალ ხელმძღვანელობას ბიზნესსექტორისადმი ექნება. 

"საქართველოს პროკურატურა საზოგადოებასთან გახსნილ ურთიერთობას ახორციელებს. ჩვენ რეგურალურად ვხდებით მედიის წარმომადგენლებს, არასამთავრობო სექტორის წევრებს, ურთიერთობა გვაქვს ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებთან და დიპლომატიურ კორპუსთან. ეს შეხვედრაც ამ ხელწერაში იყო ერთ-ერთი რგოლი. შევხდით ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რათა გვესაუბრა, თუ რა პოლიტიკა და დამოკიდებულება გვექნება მათდამი. იყო აზრთა გაცვლა-გამოცვლა, საუბარი იმ პრობლემურ საკითხებზე რომელიც დაგროვდა, მაგალითად იმაზე, რომ რიგ საქმეებზე გამოძიება ჭიანურდება, რაც საბანკო სექტორს აწუხებს, რადგან მათ მიერ შემოტანილი განცხადებები დროულად ვერ წყდება", - აღნიშნა არჩილ კბილაშვილმა.

მისივე განმარტებით, საუბარი შეეხებოდა იმ პრობლემატიკასაც, რომ წარსულში ბიზენსმენებს საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ უხდებოდათ სხვადასხვა სტრუქტურისა თუ პირისთვის თახნების გადარიცხვა და ქონების გადაცემა.

"ჩვებ ვისაუბრეთ, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის აღმოფხვრა. გარდა ამისა, საუბარი შეეხებოდა იმას, თუ როგორ ვუყურებთ ჯარიმების თემას, რომ ეს აღარ უნდა იყოს ბიუჯეტის შევსების საშუალება და რომ პროკურატურა არ უნდა იყოს დაკავებული ბიუჯეტის შევსების საკითხით", – აღნიშნა კბილაშვილმა.
მთავარი პროკურორის განმარტებით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ აზრთა მოსაზრებების გაცვლა-გამოცვლის მიზნით შეხვედრებს რეგულარულად გამართავენ.