გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილე სტუდენტებს ხვდება

გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილე სტუდენტებს ხვდება

განათლების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი აქციის მონაწილე სტუდენტებს ხვდება. როგორც "ინტერპრესნიუსის: კორესპონდენტი იუწყება, სამინისტროსთან სტუდენტთა აქციის დაწყების შემდეგ, შენობიდან გიორგი მარგველაშვილი გამოვიდა და აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტთა საინიციატივო ჯგუფის 5 წარმომადგენელი სამინისტროში შეიყვანა მოსალაპარაკებლად.

ამ დროისთვის განათლების სამინისტროსთან საკმაოდ ბევრი სტუდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილები. ასევე, აქციაში მონაწილეობენ ბლოგერები და ჟურნალისტი ოლეგ პანფილოვი. აქციის მონაწილეები განათლების მინისტრს და სამინისტროს მოუწოდებენ, აღუდგეს აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია.

ამასთან, საპროტესტო აქციაზე მივიდა ამერიკისდროშიანი მოხუცი ომარ მაღლაქველიძე,  კიდევ ერთ მხარდამჭერ მამაკაცთან ერთად, რომელიც სკანდირებდა: "პუტინის აგენტებო", "ქართული ოცნება რუსეთის აგენტია".