თეა წულუკიანი ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტის უარს საბოტაჟად აფასებს

თეა წულუკიანი ელჩების დანიშვნაზე პრეზიდენტის უარს საბოტაჟად აფასებს

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი 20-მდე ქვეყანაში ახალი ელჩის დანიშვნაზე საქართველოს პრეზიდენტის უარს სახელმწიფოებრივ საბოტაჟად აფასებს. 

ამის შესახებ წულუკიანმა ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილი წერილის საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

"რაც შეეხება პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვას, ეს მისი ექსკლუზიური კომპენტეციის სფეროა. თუმცა, მე ვიცი ერთადერთი რამ, როცა საქართველოს პრეზიდენტი მაგალითად უარს ამბობს როგორც ჭირვეული ბავშვი 20-მდე სტარტეგიულ ქვეყანაში ელჩის დანიშვნაზე, ესაა სახელმწფოებრივი საბოტაჟი, ესაა რაც ლახავს ჩვენი ქვეყნის იმიჯს და აზიანებს ქართველი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა თეა წულუკინმა. მისივე განმარტებით, ეროვნული ინტერსესთვის დღეს აუცილებელია საზღვარგარეთ 20-მდე მნიშვნელოვანი საელჩოს "შევსება" ელჩის სახით.

"ეს კი არ ხდება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ პრეზიდენტი უარს აცხადებს ელჩების დანიშვნის საკითხის ხელმოწერაზე, რაც ჩემი აზრით აზიანებს სახელმწოფოს იმიჯს", - აღნიშნა წულუკიანმა.