თამარ ჩერგოლეიშვილი კახა ბენდუქიძის დაკავებას არ გამორციხავს

თამარ ჩერგოლეიშვილი კახა ბენდუქიძის დაკავებას არ გამორციხავს

თამარ ჩერგოლეიშვილი არ გამორიცხავს, რომ აგრარული უნივერისტეტის პრივატიზაციის საკითხთან დაკავშირებით კახა ბენდუქიძე დაკითხონ და დააკავონ. ამის შესახებ ჟურნალ "ტაბულას" მთავარმა რედაქტორმა დღეს ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა. 

"არ გამოვრიცხავ კახა ბენდუქიძე დაკითხვაზე დაიბარონ და დაიჭირონ კიდეც. თუმცა, უნივერსიტეტის პრივატიზება და მისთვის ავტორიზაციის შეწყვეტა ორი სხვადასხვა საკითხია და თუ ვინმეს პრეტენზია აქვს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოიპოვა ბენდუქიძემ აგრარული უნივერსიტეტი იმ ფასად რა ფასადაც მოიპოვა, ეს არის სხვა საკითხი. ქონების გადაცემის საკითხი როგორ მოხდა ბენდუქიძისთვის, ეს სხვა თემაა და ამ თემის დასალაგებლად ავტორიზაციის საკითხი არ უნდა იყოს გამოყენებული", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.

მისივე თქმით, აგრარული უნივერსტეტისთვის ავტორიზაციის გაუქმების საკითხი პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და ის დარღვევები, რომელიც ავტორიზაციის საბჭოს დასკვნაშია მოცემული, არის კომიკური და ამ დარღვევებისთვის ავტორიზაცია უნვირსიტეტს არ უნდა გაუქმებოდა.

"საკითხი უკვე პოლიტიკურია, სხვანაირად ვერ დაახასიათებ ამ გადაწყვეტილებას. რატომ ვფიქრობ ამას, იმიტომ რომ ბენდუქიძე არის ახალი ხელისუფლების მკაცრი კრიტიკოსი. დარღვევებში ყველაზე კომიკური რაც არის, განსაკუთრებით იუსტიციის მინისტრის დიპლომის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თუ განვიხსენებთ, არის ის რომ უნივერისტეტს ედავებიან იმას, რომ სომხეთში განათლება მიღებულ სტუდენტებს კრედიტებად ჩაუთვალეს იქ გავლილი საგნები, ისე რომ ეს არ იყო დადასტურებული განათლების განვითარების ხარისხის ცენტრის მიერ და შესაბამისობა არ იყო აღიარებული. ამას ედავებიან მაშინ როდესაც იუსტიციის მინისტრი გვყავს ისეთი, რომელსაც აქვს სახელმწიფო მართვის მაგისტრის წოდება და არც მისი დიპლომის შესაბამისობა უღიარებია იგივე საბჭოს", - განაცხადა ჩერგოლეიშვილმა.