პარლამენტში გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის პროექტზე მსჯელობენ

პარლამენტში გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის პროექტზე მსჯელობენ

პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის შესახებ კანონპროექტს განიხილავენ. 

კომიტეტი საკანონმდებლო პაკეტზე მეორე მოსმენით მსჯელობს. ერთ პაკეტში 47 საკითხია გაერთიანებული.

როგორც სხდომის დაწყებისას კომიტეტის თავმჯდომარემ გია ცაგარეიშვილმა განაცხადა, უმჯობესია თუ რეორგანიზაციის საკითხზე მუშაობა თვის ბოლომდე დასრულდება, რათა სამინისტრო მალე შეუდგეს საქმიანობას.