ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "აგრარულმა უნივერსიტეტმა კომისიის შენიშვნებზე რეაქცია უნდა მოახდინოს და ლიცენზია აღუდგება"

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "აგრარულმა უნივერსიტეტმა კომისიის შენიშვნებზე რეაქცია უნდა მოახდინოს და ლიცენზია აღუდგება".

ამის შესახებ ივანიშვილმა აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერების საკითხის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

"ამ საკითხთან დაკავშირებით მე საქმის კურსში ვარ. დილით მარგველაშვილს შევხვდი და ეს განვიხილეთ. მე მგონია, რომ აქაც ღია კარის მტვრევაა. კომისიამ, რომელიც სააკაშვილის დროინდელი შემადგენლობით მოქმედებს, ჩაატარა ანალიზი და ამ ინსტიტუტთან დაკავშირებით შეკითხვები აქვს. ყველაფერი ძალიან მარტივია. მათ კომისიის შენიშვნებზე რეაქცია უნდა მოახდინონ და ლიცენზია აღუდგებათ. სტუდენტები არანაირად არ ზარალდებიან. მათ თავიდან მარგველაშვილთან შეხვედრა უნდოდათ, მერე გადაიფიქრეს. აქ რაღაც გაუგებარი თამაშია", - განაცხადა ივანიშვილმა.