ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ჩქარდება და ვანო მერაბიშვილს ძალიან ცუდად აქვს საქმე"

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "სანდრო გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ჩქარდება და ვანო მერაბიშვილს ძალიან ცუდად აქვს საქმე".

ამის შესახებ ივანიშვილმა "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანის ვანო მერაბიშვილის მიერ 19 აპრილს დაანონსებული მიტინგის კომენტირებისას ჟურნალისტებს განუცხადა.

"ვანოს მოწოდებებს მეც ძალიან განვიცდი. იუმორისტულია ეს ყველაფერი. რა უნდა ამ კაცს მე ძალიან კარგად მესმის, თუმცა მან ძალიან კარგად იცის, რომ მე შეგნებულად არ ვერევი ამ საკითხში. გირგვლიანის საქმეზე გამოძიება ჩქარდება და ვანოს ძალიან უჭირს, ამიტომ უნდა, რომ რაღაც მოიფიქროს და ხმაური ატეხოს. მას ძალინ ცუდად აქვს საქმე, რადგან პროკურატურას მასთან ძალიან ბევრი კითხვა აქვს, ამიტომ სულ ტყუილად ცდილობს, რომ არაფრისგან რაღაცა მითები შექმნას", - განაცხადა ივანიშვილმა.