ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "ევროპელობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დემოკრატია და ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს"

პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "ევროპელობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დემოკრატია და ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს".

ამის შესახებ ივანიშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის მიერ ევროპარლამენტარებისთვის გაგზავნილი წერილის კომენტირებისას განაცხადა.

"ჩვენ ევროპას ძალიან კარგ ენაზე ვესაუბრებით. ამ პერიოდში აქცენტები ძირითადად ჩემი გაკეთებულია. უსუფაშვილი კარგად წერს და ჩემს გარეშეც შესწევს უნარი, რომ საუკეთესო წერილები გამოაქვეყნოს, თუმცა ბოლო წერილის დაწერაში მე მივიღე მონაწილეობა. აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღეში ჩემი სახელით უფრო მკვეთრი წერილი გამოქვეყნდება. მე არ ვუპასუხე 23 კაცისგან შემდგარ ჯგუფს და უფრო მკვეთრ წერილს ვწერ. ევროპელობა არ ნიშნავს იმას, რომ ყველა დემოკრატია და ყველამ ჭკუა უნდა გვასწავლოს. მათ მიერ გამოქვეყნებული წერილი იყო სირცხვილი. დიდი ალბათობით, მათ წაკითხულიც კი არ ჰქონდათ, რას მოაწერეს ხელი და თუ წაკითხული ჰქონდათ, მაშინ უსუფაშვილმა პასუხიც გასცა. ჩვენ არ გვეშინია, რომ ევროპაში სიმართლე გავიტანოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მისი წერილი უახლოეს დღეებში სხვადასხვა უცხოურ გამოცემაში გამოქვეყნდება.