გიორგი მარგველაშვილი:  საბჭოც, აკრედიტაციის სამსახურიც და ეს კანონებიც წინა ხელისუფლების დროს შექმნილია

გიორგი მარგველაშვილი: საბჭოც, აკრედიტაციის სამსახურიც და ეს კანონებიც წინა ხელისუფლების დროს შექმნილია

"საბჭოც, აკრედიტაციის სამსახურიც და ის კანონებიც, რომლითაც ხორციელდება ეს საქმიანობა, არის წინა ხელისუფლების დროს შექმნილი და მე არაფერი მანდ არ შემიცვლია" , – ასე უპასუხა განათლების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტის კითხვას "ტელეიმედის" პირდაპირ ეთერში. ჟურნალისტის კითხვა აკრედიტაციის საბჭოს ხელმძღვანელს, კახი ყურაშვილს შეეხებოდა - "ბევრისთვის მოულოდნელი იყო საბჭოს ხელმძღვანელის პოსტზე მარეგულირებელი კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელის, კახი ყურაშვილის ხილვა. ბევრი კითხვა არსებობს მედიაში იმ გადაწყვეტილებების მიმართ, რომელიც კომისიაში ყურაშვილის იურისტად მუშაობის პერიოდს უკავშირდება. თქვენ რა შეფასებას მისცემთ? "

"მე ინდივიდუალურად საბჭოს წევრებზე ვერ გავაკეთებ კომენტირებას. იცით რომ "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნოდ ნათლად თქვა, რომ არ იქნება პოლიტიკური ნიშნით დევნა. შესაბამისად, არც ხარისხის მართვის სამსახურში, არც სამინისტროში და არც სხვა უწყებებში ჩვენ არ დაგვიწყია სწორედ ის, რასაც დღეს გვაბრალებენ. არ გაგვითავისუფლებია ადამიანები სამსახურიდან იმიტომ, რომ წინა ხელისუფლების დროს ისინი ასე თუ ისე იქცეოდნენ. ამ საბჭოსთან მე მოვედი შეხებაში წინა ხელისფლების დროს როგორც ოპოზიციური GIPA-ს რექტორი. ამ საბჭოს ჩემთვის არ გაუუქმებია არაფერი, პირიქით მისცა ინსტიტუტს ავტორიზაცია. შესაბამისად, როდესაც ლაპარაკია პოლიტიკურ დევნაზე, მე მინდა, რომ ხაზი გაესვას იმას, რომ საბჭოც, აკრედიტაციის სამსახურიც და ის კანონებიც, რომლითაც ხორციელდება ეს საქმიანობა არის წინა ხელისუფლების დროს შექმნილი და მე არაფერი მანდ არ შემიცვლია. ასე რომ, ცოტა აბსურდულია იმაზე რომ გეხმარებიან რომ უფრო ხარისხიანი უმაღლესი გახდე შეეცადო რომ მოაბა ამას პოლიტიკური სარჩული. ბევრად უფრო ადექვატური არის, როდესაც ადამიანი იტყვის, რომ კი შეცდომა მაქვს დაშვებული და შევეცდები გამოსწორებას", - განაცხადა მარგველაშვილმა.