ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს - ფილიპ ლეფორს, ანტი თურუნენს და ანდრეი დიშიციას შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვდა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" შსს-დან აცნობეს, შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის ფორმატების მიმდინარე საკითხები განიხილეს.

შეხვედრაზე მინისტრმა შეშფოთება გამოთქვა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში რუსული საოკუპაციო ძალების მიერ ბოლო პერიოდში მავთულხლართების ინსტალაციის გააქტიურებულ პროცესთან დაკავშირებით და ელჩებისგან ამ საკითხით დაინტერესება ითხოვა.

ასევე, განიხილეს ახალგორის რაიონში გაზის მიწოდებისა და წყლის სისტემის რეაბილიტაციის თემები.

მინისტრმა შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

სტუმრებთან ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მიმდინარე, ამნიისტის კანონის ფარგლებში, ეთნიკურად ოსი პატიმრების გათავისუფლების საკითხთან დაკავშირებითაც ისაუბრა.