"ნაციონალები" აგრარულ უნივერსიტეტში კახა ბენდუქიძეს შეხვდნენ

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები აგრარულ უნივერისტეტში იმყოფებოდნენ. 

უმაღლეს სასწავლებელში ოპოზიციონერი დეპუტატები ზურაბ ჯაფარიძე, გიორგი ვაშაძე და სერგო რატიანი იმყოფებოდნენ, რომლებმაც დახურული შეხვედრა კახა ბენდუქიძესთან გამართეს.

როგორც შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს გიორგი ვაშაძემ განაცხადა, საქმე აქვთ პოლიტიკურ გადაწყვეტილებასთან. მისივე თქმით, თუ ვინმე ფიქრობს, რომ სოფლის მეურნეობას აგრარული უნივერსიტეტის გარეშე განავითარებს, ძალიან ცდება.

გარდა ამისა, როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ავტორიზაციის შეჩერება, როგორც პროცედურა, საერთოდ არ არსებობს და გადაწყვეტილებაში პირდაპირ წერია, რომ უნივერსიტეტი უნდა გაუქმდეს. გიორგი ვაშაძის შეფასებით ეს ხდება იმიტომ, რომ მომავალ წელს ამ უნივერსიტეტმა ვერც ერთი სტუდენტის მიღება ვერ შეძლოს.