ნოდარ ხადური:  საზმაუწყებელში საკმაოდ ბევრი კითხვაა ფინანსური თვალსაზრისით

ნოდარ ხადური: საზმაუწყებელში საკმაოდ ბევრი კითხვაა ფინანსური თვალსაზრისით

საზოგადოებრივ მაუწყებელში არის საკმაოდ ბევრი კითხვა ფინანსური თვალსაზრისით, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა მთავრობის ახალი პროექტის – "საქართველოს მთავრობა ღია მმართველობისათვის" ფარგლებში ჟურნალისტებთან პირველი შეხვედრისას განაცხადა.

"რამდენადაც ვიცი, ძალიან დიდი სამუშაო პრაქტიკულად შესრულებულია. იქ არის საკმაოდ ბევრი კითხვა ფინანსური თვალსაზრისით. ის მონაცემები, რომლებიც ჩვენ გვქონდა სრულად ვერ ასახავს საზოგადოებრივი მაუწყებლის დავალიანებას სახელმწიფოსადმი", - განმარტა ხადურმა.

მისივე თქმით, საზოგადოებრივ მაუწყებლში საგადასახადო შემოწმების შესახებ ინფორმაცია დღის ბოლოს ექნება.