დავით საგანელიძე ვენეციის კომისისიის დასკვნას მისასალმებელს უწოდებს

დავით საგანელიძე ვენეციის კომისისიის დასკვნას მისასალმებელს უწოდებს

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი დავით საგანელიძე ვენეციის კომისისიის დასკვნას მისასალმებელს უწოდებს. 

როგორც მან დღეს "პრაიმტაიმის" პრესკლუბში განაცხადა, ვენეციის კომისის დასკვნა საკმაოდ ვრცელი დოკუმენტია და აუცილებელია მისი დაწვრილებით შესწავლა. მისივე თქმით, სასამართლო რეფორმაში რომ ხარვეზებია, ეს ფაქტია და მისი გამოსწორება აუცილებელია.

რაც შეეხება იუსტიციის საბჭოს დაკომპლექტების წესის შეცვლას, საგანელიძე მიიჩნევს, რომ ამ საკითხში რეფორმა აუცილებელია.

"მახინჯი და მანკიერია ის ფორმა, რომელიც არსებობს და მისი გამოსწორება უახლოეს მომავალში უნდა მოხდეს", - აცხადებს საგანელიძე.
ვენეციის კომისიის დასკვნა დღეს გამოქვეყნდა.