მაია ფანჯიკიძე - თამარ ბერუჩაშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი ხელს არ აწერს

მაია ფანჯიკიძე - თამარ ბერუჩაშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი ხელს არ აწერს

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტზე წარდგენილი თამარ ბერუჩაშვილის კანდიდატურას პრეზიდენტი ხელს არ აწერს. 

ამის შესახებ ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაია ფანჯიკიძემ განუცხადა. მისი თქმით, ხელმოსაწერად დოკუმენტი პრეზიდენტს დაახლოებით ორი კვირის წინ გაეგზავნა, თუმცა დღემდე ხელმოწერილი არ არის.

თამარ ბერუჩაშვილი ამ დრომდე ევროპულ და ევროატალანტიკურ ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის პოსტზე მუშაობდა.