განათლების კომიტეტი აგრარული უნივერსიტეტის საკითხში ჩარევას არ აპირებს

განათლების კომიტეტი აგრარული უნივერსიტეტის საკითხში ჩარევას არ აპირებს

განათლებისა და მეცნიერების საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი ვანო კიღურაძე აცხადებს, რომ აგრარული უნივერსიტეტისადმი განათლების სამინისტროს პრეტენზიები მისთვის უცნობია და კომიტეტი პროცესებში ჩარევას არ აპირებს. 

როგორც დეპუტატმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, საქმის კურში არ არის, რა ბრალდებებლი აქვს სამინისტროს აგრარულ უნივერსიტეტთან და რა შენიშვნები არსებობს მისი მისამართით.

"რატომ უნდა დაინტერესდეს ამ საკითხით განათლების კომიტეტი?! კომიტეტი ცეკა-ს განყოფილება კი არ არის. ის განათლების პოლიტიკასა და, ზოგადად, სტრატეგიას განსაზღვრას, მაგრამ განათლების სამინისტროს ყოვედღიურ საქმიანობაში ვერ ჩაერევა", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" კიღურაძემ.

მისივე თქმით, არ არსებობს არანაირი საფუძველი იფიქროს, რომ აგრარული უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყოს.