დავით საგანელიძე შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეას დაესწრო

დავით საგანელიძე შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეას დაესწრო

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა. 

ამის შესახებ საგანელიძემ დღეს "პრაიმთაიმის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ასამბლეის სხდომა 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გაიმართა.

საგანელიძის განცხადებით, ასამბლეაში მონაწილეობა მიიღო 18 ქვეყნის საპარლამენტო დელეგაციის წარმომადგენლებმა.

მისივე თქმით, იგი ასამბლეაზე მოხსენებით წარდგა, სადაც მან საქართველოში მიმდინარე პროცესებზე, მიზნებსა და პერსპექტივებზე ისაუბრა.

პაპსეკ-ის საორგანიზაციო ჯგუფმა საგანელიძე დააჯილდოვა სპეციალური მედლით იმ წვლილისთვის, რომელიც მან ორგანიზაციის განვითარებაში შეიტანა.

საგანელიძე პაპსეკ-ის ეკონომიკის, ტრანსპორტისა და ეკოლოგიის კომიტეტის თავმჯდომარედ ორჯერ იქნა არჩეული.