სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირების შესახებ ინიციტივა პარლამენტს წარედგინა

სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის შემცირების შესახებ ინიციტივა პარლამენტს წარედგინა

თავდაცვის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც სავალდებულო სამხედრო სამსახურის ვადის 15-დან 12 თვემდე შემცირებას ითვალისწინებს, კანონპროექტის სახით პარლამენტს უკვე წარედგინა. 

ცვლილებები "სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" კანონში შედის, რომლის გათვალისწინებითაც, 12 თვიანი ვადა იმ პირებზეც გავრცელდება, რომლებიც სამხედრო სავალდებული სამსახურში 15 თვის ვადით არიან გაწვეული.

ამავე პროექტის გათვალისწინებით, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევა გადაუვადდება წვევამდელებს, რომელმაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დასრულების წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები გაიარეს.