დავით ზალკალიანი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

დავით ზალკალიანი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარეებს შეხვდა. 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ჟენევის დისკუსიების მომდევნო რაუნდი 26-27 მარტს გაიმართება. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას, მხარეებმა განიხილეს დღის წესრიგით განსაზღვრული საკითხები.

როგორც დავით ზალკალიანმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ ჟენევის დისკუსიების ფორმატი არ იცვლება და ძირითადი საკითხები, როგორიც არის ძალის არგამოყენება და დევნილთა დაბრუნება, უცვლელია.