ლაშა ჟვანია:   კახა ბენდუქიძის ქმედებაზე საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს

ლაშა ჟვანია: კახა ბენდუქიძის ქმედებაზე საზოგადოებას ადეკვატური რეაქცია უნდა ჰქონდეს

პატრიარქის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია ტელეკომპანია "იმედის" გადაცემა "ღია ეთერში" თავისუფალი უნივერსიტეტის ხელმღვანელის, კახა ბენდუქიძის განცხადებას უხამსობად და წვრილმან ხულიგნობად აფასებს.

როგორც ჟვანიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მსგავსი ქმედებები საკანონმდებლო დონეზე უნდა დარეგულირდეს.

"ბენდუქიძემ "ღია ეთერში" შეურაცხყოფა იმის გამო მომაყენა, რომ რაც მე მის მიმართ ვთქვი, გადაეფარა. ბენდუქიძის კრიტიკა "ერისიონის" რუსეთში ვიზიტთან დაკავშირებით ჩემთვის მიუღებელია, რადგან 90-იან წლებში, როდესაც რუსული ჩექმა აქტიური იყო საქართველოში, ბენდუქიძეს რუსეთში ბიზნესები ჰქონდა და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული პირი იყო", - აცხადებს ჟვანია.

მისივე თქმით, ბენდუქიძის ქმედებაზე საზოგადოების მხრიდან უნდა იყოს ადეკვატური რეაქცია.

"თუ ამაზე არ მოხდა რეაგირება, მაშინ რა მაგალითს ვაძლევთ მომავალ თაობას", - აცხადებს ჟვანია.

მისივე თქმით, გადაცემის მსვლელობისას მან იმიტომ არ უპასუხა ბენდუქიძეს, რომ შემდგომ ეს საუბარი არ გადაზრდილიყო კინკლაობაში.

"ბენდუქიძის განცხადებებით მე ზიანი არ მომდგომია. ჩემი აზრით, ზიანი მხოლოდ მას მიადგა", - აცხადებს ლაშა ჟვანია.

რამდენიმე დღის წინ "ღია ეთერში" კახა ბენდუქიძემ ლაშა ჟვანია უხამსი სიტყვით მოიხსენია.