შალვა ნათელაშვილი გაერო-ს საგანგებო მიმართვას უგზავნის

შალვა ნათელაშვილი გაერო-ს საგანგებო მიმართვას უგზავნის

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი დემოკრატიულ სამყაროს საქართველოში "დიქტატურის ჩახშობის" თხოვნით მიმართავს. 

საგანგებო მიმართვაში, რომელსაც შალვა ნათელაშვილი გაერო-ს გენერალურ მდივანსა და დემოკრატიული სახელმწიფოების მთავრობის მეთაურებს უგზავნის, ნათქვამია, რომ პრეზიდენტის ხალხის მიერ არჩევა უქმდება.

"იძულებული ვართ გაუწყოთ, რომ საქართველოში სააკაშვილის ტოტალიტარული რეჟიმი იცვლება პრემიერ ივანიშვილის ოლიგარქიული დოლარ-დიქტატურით. ქვეყანაში კვლავ გრძელდება ერთპარტიული რესპრესიები, კვლავ ვიდევნებით პოლიტიკური ოპონენტები, ისევ მონოპოლიზებულია მასმედია, ბიზნესი. ძალოვანი სტრუქტურები კვლავ რჩება პოლიტიკურ პოლიციად, რომელსაც პოლიტმოწინაღმდეგეებზე თვალთვალის ფუნქცია აკისრია, პროკურატურა და სასამართლო გაყოფილია ორ დიქტატორს - სააკაშვილსა და ივანიშვილს შორის. უფრო მეტიც, პრემიერი ივანიშვილი ამზადებს ქვეყანაში ყველაზე მაღალი ხარისხის დემოკრატიული ინსტიტუტის - პრეზიდენტის ხალხისაგან არჩევნების გაუქმებას, რათა ეს პრეროგატივა გადასცეს თავის ერთპარტიულ კორუმპირებულ პარლამენტს.

დაბეჯითებით მოგიწოდებთ მიიღოთ ზომები ამ სწრაფმზარდი დიქტატურის ჩასახშობად, რათა არ დაუშვათ პრეზიდენტის არჩევაზე ხალხისთვის უფლების წართმევა. გთხოვთ, საკითხი განხილულ იქნას გაერო-ს უშიშროების საბჭოზე", - აცხადებს შალვა ნათელაშვილი მიმართვაში.