რიჩარდ ნორლანდი:

რიჩარდ ნორლანდი: "ვენეციის კომისიის რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია"

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის განცხადებით, ვენეციის კომისია ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა და მისი რეკომენდაციები ძალიან მნიშვნელოვანია.

ამის შესახებ ნორლანდმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონზე ვენეციის კომისიის დასკვნის კომენტირებისას აღნიშნა.

"მე ჯერ რეკომენდაციის სრული ტექსტი არ წამიკითხავს, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშნელოვანი თემა, რომელიც საქართველოში დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლების ჩამოყალიბებას უკავშირდება. ვენეციის კომისია არის ავტორიოტეტული საერთაშორისო ორგანო და მისი რეკომენდაციები ძალზედ ღირებულია. რამდენადაც ვიცი, ორივე მხარეს დაწყებული აქვს კონსულტაციები და იმედი მაქვს, რომ ისეთი გადაწყვეტილება იქნება მიღებული, რომელიც კომპრომისზე იქნება დაფუძნებული და სასამართლოს დამოუკიდებლობას და წინწაწევას შეუწყობს ხელს", - განაცხადა ნორლანდმა.