ელჩი ნორლანდი პარტიების დაფინანსებისა საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება

ელჩი ნორლანდი პარტიების დაფინანსებისა საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრება

დღეს, 12 მარტს, 10:00 საათზე, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში" აშშ-ის ელჩი რიჩარდ ნორლანდი პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის საკითხებზე მომუშავე მრგვალ მაგიდას დაეწრება. აშშ-ის მთავრობა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საშუალებით, მხარს უჭერს რამდენიმე პროექტს, რომელთა მიზანი პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობის ხელშეწყობაა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში აშშ-ის საელჩოდან აცნობეს.

კონფერენციის ძირითადი თემებია: პოლიტიკური პარტიების დაფინანსება, ამ სფეროში დაგროვილი ცოდნის გაზიარება და პარტიათა დაფინანსების მოდელები, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნები და ქალთა მონაწილეობა, აგრეთვე პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის წახალისება. დიალოგის შედეგად, მრგვალი მაგიდის მონაწილეები პოლიტიკურ პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების, მთავრობის წარმომადგენლების, საერთაშორისო დონორებისა და დონორი ორგანიზაციების, აგრეთვე ექსპერტებისა და მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით, შეიმუშავებენ რეკომენდაციებს.
კონფერენცია საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდის (IFES), ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) და ჰოლანდიის მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ერთობლივი ღონისძიებაა.