რომის პაპის არჩევნები დღეს გაიმართება

რომის პაპის არჩევნები დღეს გაიმართება

რომის პაპის არჩევნები დღეს გაიმართება, - ამის შესახებ "ევრონიუსი" იუწყება .

განცხადება არჩევნების თაობაზე ვატიკანში შეკრებილმა კათოლიკური ეკლესიის კარდინალებმა გააკეთეს.

115 კარდინალი სამშაბათს სიქსის კაპელაში მოიყრის თავს და რომის 226-ე პაპს აირჩევს. ჯერ კარდინალებს გამოკვეთული ფავორიტი არ ჰყავთ. არჩევნები იმ დრომდე გასტანს, სანამ ერთ-ერთი კარდინალი ხმათა ორ მესამედს არ მიიღებს.

რომის ახალი პაპის არჩევა მას შემდეგ დადგა დღის წესრიგში, რაც თებერვლის ბოლოს ბენედიქტ მე-16, რომელიც 2005 წელს აირჩიეს პაპად, მოულოდნელად გადადგა.