საქართველოს ბრაზილიის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ბრაზილიის მაღალი დონის დელეგაცია ეწვევა

საქართველოს ხვალ ვიზიტით ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვერა მაშადო ეწვევა . 

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ვერა მაშადოს შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაია ფანჯიკიძესთან. საგარეო საქმეთა სამინისტროში ასევე ჩატარდება ორმხრივი პოლიტიკური კონსულტაციები, რომელსაც ქართული მხრიდან მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი უხელმძღვანელებს.

ვიზიტის ფარგლებში ვერა მაშადო შეხვედრებს გამართავს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ბრაზილიის საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე საქართველოს რეგიონალური ტურნეს ფარგლებში სტუმრობს. ეს არის ბრაზილიის მხრიდან პირველი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში.