ანტიკორუფციული სტრატეგიის საკითხებზე სემინარი ჩატარდება

ანტიკორუფციული სტრატეგიის საკითხებზე სემინარი ჩატარდება

სასტუმრო "რედისონში" ხვალ სამდღიანი სემინარი დაიწყება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს , ღონისძიება ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის შეფასებას ისახავს მიზნად.

ამასთან, სემინარის მიზანია, ასევე, 2014-16 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრიორიტეტების განსაზღვრა. უწყების ინფორმაციით, სემინარს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე გახსნის.