ჩიორა თაქთაქიშვილი - ვენეციის კომისია ქართულ მხარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შესახებ გარდამავალი ნორმის წაშლას სთხოვს

ჩიორა თაქთაქიშვილი - ვენეციის კომისია ქართულ მხარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შესახებ გარდამავალი ნორმის წაშლას სთხოვს

აპარლამენტო უმცირესობის მტკიცებით, ვენეციის კომისია "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით მიღებულ დასკვნაში ქართულ მხარეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნის შესახებ გარდამავალი ნორმის წაშლას სთხოვს.

აღნიშნულთან დაკავშირებით უმცირესობის წარმომადგენელი ჩიორა თაქთაქიშვილი სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" საკუთარ გვერდზე წერს. Mმისივე განმარტებით, ვენეციის კომისიამ დასკვნის პროექტი მიიღო და მასში ყველა ის პუნქტი, რომელზეც უმცირესობის წევრები საუბრობდნენ, იგივე სახითაა ასახული.

"იუსტიციის მინისტრს პირობა დაუდია, უკან გავითხოვ სასამართლოების შესახებ კანონს და გადავამუშავებთო. ვენეციის კომისიის დასკვნა სასამართლოებზე და კონკრეტულად იმაზე, რომ კანონიდან უნდა წაიშალოს ის გარდამავალი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დათხოვნას და ახალი წევრების არჩევას, ნიშნავს იმასაც, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრების დათხოვნა და ახლი შემადგენლობის არჩევა არ შეესაბამება კანონის უზენაესობის პრინციპს. ესეც არ უნდა გავაყვანინოთ!!!! გილოცავთ!", - წერს თაქთაქიშვილი საკუთარ გვერდზე.