თინა ხიდაშელი:  ვენეციის კომისიის დასკვნაში იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის შეცვლის საკითხის გათვალისწინებულია

თინა ხიდაშელი: ვენეციის კომისიის დასკვნაში იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის შეცვლის საკითხის გათვალისწინებულია

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ვენეციის კომისიის დოკუმენტის ამ დროისთვის არსებულ ვერსიაში იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის შეცვლის საკითხის გათვალისწინებულია, - ამის შესახებ ვენეციაში მყოფმა ხიდაშელმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადა და აღნიშნა, რომ შედეგით კმაყოფილია.

"განხილვა ჯერჯერობით არ დამთავრებულა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან კმაყოფილი ვარ. ვნახეთ დოკუმენტის ბოლო ვარიანტი, სადაც ყველა ის ცვლილებაა გათვალისწინებული, რასაც ჩვენ ვთავაზობდით ვენეციის კომისიას _ პირველ რიგში, კომისია სრულად მიესალმება ცვლილებების პროექტს. დასკვნაში ვკითხულობთ, როგორი კმაყოფილები არიან იმ პროგრესით, რომელიც ცვლილებებში დევს. საუბარია იმაზე, რომ ახალი ცვლილებებით სასამართლო სისტემაში პოლიციისგან ყოველგვარი ჩარევა გამოირიცხება და მესამე, ის საკითხი, რომელიც საქართველოში ძირითადი მსჯელობის საკითხი იყო – იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა. ამასთან დაკავშირებითაც, ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა ჩვენი ცვლილება. ამ დროის მდგომარეობით, დოკუმენტში არის სწორედ ის ვარიანტი, რაც შევთავაზეთ _ ანუ თანხმობაა პოლიტიკური შემადგენლობის ცლილებებზე, რაც იუსტიციის საბჭოს წევრებია და მეორე, დასკვნაში პირდაპირ ჩაიწერა, რომ პარლამენტმა უნდა მიიღოს გარდამავალი დებულება კანონში, სადაც გათვალისწინებული იქნება სისტემის ახალ მოდელთან დაახლოება და იქვე გვთავაზობს დაახლოების ვერსიას – ესაა ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ დანიშნული წევრების არჩევნების გზით ჩანაცვლება. ეს იმას ნიშნავს, რომ იუსტიციის საბჭოს შემადგენლობის ის ნაწილი, რომელიც კონფლიქტთან არის ახალ კანონთან და რომელსაც პრობლემა აქვს მიგრაციასთან თავსებადობის თვალსაზრისით, უნდა გამოიცვალოს. ესაა ის, რასაც ჩვენ ვითხოვდით", - აღნიშნა ხიდაშელმა.

მისივე განმარტებით, მცდელობის მიუხედავად, ვენეციის კომისიის სხდომაზე საპარლამენტო უმცირესობის წევრებმა საკუთარი პოზიციის დაცვა ვერ შეძლეს. "კანონპროექტი ცალსახად და ერთმნიშვნელოვანად შეფასებულია, როგორც პროგრესი და მიხარია, რომ უმცირესობამ მიზნის მიღწევა ვერ შეძლო", - დასძინა ხიდაშელმა.