კახა აზარიაშვილის ადვოკატი გამორიცხავს, რომ მანქანაში იარაღის არსებობასთან დაკავშირებული ჩანაწერი არსებობდეს

კახა აზარიაშვილის ადვოკატი გამორიცხავს, რომ მანქანაში იარაღის არსებობასთან დაკავშირებული ჩანაწერი არსებობდეს

ბუტა რობაქიძის საქმეში ერთ-ერთი პირის, კახა აზარიაშვილის ადვოკატი გიორგი ჭალიძე გამორიცხავს, რომ მანქანაში იარაღის არსებობასთან დაკავშირებული ჩანაწერი არსებობდეს. 

"კონკრეტულ საქმეში, რასაც ედავებოდნენ კახაბერ აზარიაშვილს, ვითომ მათ იარაღები ჰქონდათ, 2006 წლის 14 ოქტომბრის საქმის ჩანაწერში არ არსებობს და არ ვიცი, რით ხელმძღვანელობენ და რა ფურცლებით დადიან", - განუცხადა ჭელიძემ "ინტერპრესნიუსს".

ამასთან, ადოვკატის თქმით, მისთვის გაუგებარია, რომელი საქმით ხელმძღვანელობს გურამ დონაძე.

გურამ დონაძემ ჟურნალისტებს დღეს გადასცა განცხადება, არომლითაც, დონაძის თქმით, ბუტა რობაქიძის მეგობარმა, კახა აზარიაშვილმა თბილისის პროკურატურას მიმართა 2006 წლის 14 ოქტომბერს. აზარიაშვილი წერს, რომ "მანქანაში ედო "მაკაროვის" სისტემის პისტოლეტი და აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ხელახალ დაკითხვას ითხოვს".

როგორც დონაძე აცხადებს, კახა აზარიაშვილის განცხადება ბუტა რობაქიძის საქმის ძველ ტომებში აღმოაჩინა, თუმცა ეს ახალ მასალაში არ არის.