თბილისის მთავრობასა და

თბილისის მთავრობასა და "გუდაური სქაი რესორტს" შორის ხელშეკრულებაში ცვლილებები შედის

მთავრობის დღევანდელ სხდომის დღის წესრიგში მომხსენებლად თბილისის მერი გიგი უგულავა კიდევ ერთხელ იყო დასახელებული, თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება , სხდომაზე უგულავას ნაცვლად, დედაქალაქის ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი დავით ჭედია მივიდა.

გიგი უგულავასთვის დღის წესრიგში გათვალისწინებული იყო რამდენიმე საკითხი, მათ შორის თბილისის მთავრობასა და "გუდაურის სქაი რესორტს" შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ცვლილებები.

თბილისის მერი მთავრობის კანცელარიაში არ მისულა და მის მაგვირად სხოდნას დავით ჭედია ესწრება.

მინისტრთა კაბინეტი დღევანდელ სხდომაზე 19 საკითხს განიხილავს. მე-19 საკითხი დღის წესრიგში საიდუმლოა.