ბიძინა ივანიშვილი:

ბიძინა ივანიშვილი: "მაქვს განცდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად გავა"

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, "მას აქვს განცდა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები აუცილებლად გავა".

ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩემთვის, რომ პოლიტიკური კარიერის გაგრძელებას ვაპირებდე და ვთქვათ, ჩემი მიზანი ეს იყოს, გაცილებით საინტერესო იქნებოდა, თუ ეს კანონპროექტი ჩავარდებოდა, მაგრამ მე ვარ ქვეყნის შვილი, მინდა, რომ საზოგადოება განვითარდეს და მათ რიცხვში, "ნაციონალური მოძრაობის" წვერების ისევე არიან ჩვენი საზოგადოების წევრები, როგორც უმრავლესობა და მე მათ არ განვასხვავებ, რაც უფრო მეტი მოახერხებს და საზოგადოების ენაზე ისაუბრონ, საკუთარი პოზიცია საკუთარ შვილებსა და ოჯახს აუხსნან, ეს მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის. ვფიქრობ, რომ დღეს "ნაციონალური მოძრაობაში" ძალიან ბევრი ნორმალური ადამიანია, რომელთაც ანალიზი და ქვეყნის პერსპექტივაზე ფიქრი შეუძლია. მე განცდა მაქვს, რომ ეს კანონპრიოექტი აუცილებლად გავა. თუ არ გავა და ამით საზოგადოება ნუ დაიძაბება, არაფერი მოხდება ამით, გარდა იმისა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" დიდი ნაწილი თავს შეირცხვენს. ასევ ვუთხარი სააკაშვილს, როდესაც გამოხვედი და განაცხადე, რომ 60 უნივერსიტეტი გაქვს დამთავრებული და ამით ტრაბახობდი, იმის ნაცვლად, რომ შენი პოზიცია დაგეფიქსირებინა. როცა ვერ გაიხსენა, რომელი ქვეყნის კონსტიტუციაში იყო მსგავსი რამ, იქვე ვუთხარი – ვერაფერსაც ვერ იზამთ, ეს გავა, თუ არა, მაგრამ როდესაც შენ იმაზე საუბრობ, რომ ამას გამოიყენებ, თუ არ გამოიყენებ, სად გაგიგია. რომელი ილია ჭავჭავაძე შენ ხარ, რომ ამაზე საუბრობ. როგორ შეიძლება საერთო კანონზე ასე საუბარი, გამოიყენებს თუ არა. კანონი უნდა იყოს ისეთი, რომ მისი გამოყენება ყველას შეეძლოს. ეს უნდა იყოს საზოგადოებისთვის მისაღები. კონსტიტუცია უნდა ჩავწეროთ, რომ სააკაშვილს აქვს უფლება, მაგრამ ამას არ გამოიყენებს. ესეც სასაცილო პოზიციაა", - განაცხადა ივანიშვილმა.