ეკა ბესელია:  ყველაფერი გაკეთდება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი შენარჩუნდეს

ეკა ბესელია: ყველაფერი გაკეთდება, რომ ქართველი ხალხის არჩევანი შენარჩუნდეს

ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ ქვეყანაში ქართველი ხალხის არჩევანი შენარჩუნდეს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ განუცხადა.

მისივე თქმით, არავითარი საფრთხე ქვეყანას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არ ემუქრება.

"თუკი სააკაშვილი გამოვა ჩიხიდან, თავს დაანებებს დაწყებულ პიარ-აქციებს და სახელმწიფოებრივად იაზროვნებს, ეს პირველ რიგში მისთვის იქნება კარგი, ხოლო თუკი ეს ასე არ მოხდება, მთავრობის ხელმძღვანელმა დაადასტურა და ჩვენც ვადასტურებთ, რომ სრულად ვაკონტროლებთ ვითარებას და არავითარი საფრთხე ქვეყანას "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არ ემუქრება", - განუცხადა ჟურნალისტებს ეკა ბესელიამ პრემიერ-მინისტრისა და პრეზიდენტის დღევანდელი შეხვედრის კომენტირებისას.