საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი "ნაციონალური მოძრაობის" მიერ 19 აპრილს დაგეგმილ მიტინგს "ცარიელ ბაქი-ბუქს" უწოდებს. როგორც პრემიერმა პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა , "ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილი გაუგებარი მუხტი არ შედგება.
"19 აპრილი არის ცარიელი ბაქი-ბუქი. მერაბიშვილს არაფერი სათქმელი არ აქვს. იცის მანაც, რომ როგორც უგულავას, ასევე მის მიმართ არსებობს კითხვები პროკურატურაში. მე მგონი 19 აპრილი მხოლოდ ამას მიუძღვნა. უგულავას დროს 350 კაცი გამოიყვანეს, უმეტეს შემთხვევაში ამ მუხტის ნახევარს შეინარჩუნებენ 19 აპრილამდე, რადგან საზოგადოება კიდევ უფრო კარგად ერკვევა და კარგ ანალიზს აკეთებს. მე მგონი, რომ ეს გაუგებარი მუხტი არ შედგება. არ არსებობს ჩვენს საზოგადოებაში მთავრობის წინააღმდეგ მუხტი გარდა ამ ჯგუფისა, რომელიც საკუთარი სახის შენარჩუნებას ცდილობს", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.