საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის საგარეო კურსთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საპრეზიდენტო ვადის ამოწურავმდე პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს.
როგორც პრემიერი განცხადებაში აცხადებს, საქართველოს მთავრობა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად ძალისხმევას აგრძელებს.
"ქვეყნის მთლიანობის აღსადგენად და რეგიონში მშვიდობის უზრუნველსაყოფად საქართველოს მთავრობა აგრძელებს ძალისხმევას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დასაჩქარებლად. ამ მიზნით, ჩვენი ამოცანაა, პირნათლად შევასრულოთ ევროკავშირსა და ნატო-სთან ნაკისრი ვალდებულები, კიდევ უფრო განვამტკიცოთ ურთიერთობები მეგობარ აზერბაიჯანთან, სომხეთთან, თურქეთთან, უკრაინასთან და გადავდგათ ნაბიჯები რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისკენ", - ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაში.
ამასთან, პრემიერი საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელ განცხადებებსაც აფასებს და მათ უპასიხისმგებლოს უწოდებს.
"საქართველოს პრეზიდენტის ბოლოდროინდელი უპასუხისმგებლო განცხადებები და მოქმედებები ეწინააღმდეგება საქართველოს მთავრობის კურსს აღნიშნული მიმართულებით, ლახავს ქვეყნის საერთაშორისო პრტესტიჟს და უქმნის პრობლემებს ახალ ხელისუფლებას. გულწრფელად ვწუხვარ, რომ ამის გამო უხერხულ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ მეგობარი სახელმწოფოების მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რისთვისაც საქართველოს მთავრობის სახელით მათ ბოდიშს ვუხდი", - აღნიშნულია განცხადებაში.
გარდა ამისა, განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, რომ საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე სააკაშვილი პირადი პასუხისმგებლობით მოქმედებს.
"ვინაიდან არც მომავალში ვართ დაზღვეული მსგავსი ინციდენტებისგან, მინდა, განვაცახადო, რომ საქართველოს პრეზიდენტი 2013 წლის ოქტომბერში მისი საპრეზიდენტო ვადის ამოწურვამდე, მოქმედებს პირადი პასუხისმგებლობით. მისი ვიზიტები არ არის კოორდინირებული საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, მისი განცხადებები არ გამოხატავს საქართველოს მთავრობის პოზიციებს, თუ ეს არ არის დადასტურებული ქვეყნის ახალი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ", -აღნიშნულია განცხადებაში.