საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხვალ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში ისაუბრებს.
ამის შესახებ ივანიშვილმა დღეს საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"იმასთან დაკავშირებით, თუ რა ხდება ქვეყანაში, მე ვაპირებ, რომ ხვალ ინტერვიუ ტელეკომპანია "იმედს" მივცე და ალბათ, ხვალ უფრო ვრცლად ნახავთ. შევეცდები, ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანალიზი გავაკეთო. ასეთი სირთულეებისა და თუნდაც დღევანდელი შეხვდრის მიუხედავად, ჩვენ უნდა მოვახერხოთ და გვაქვს დიდი ვალდებულება ჩვენი წინაპრების, მომავლის წინაშე, რომ საზოგადოების ყველა წევრმა კარგად უნდა გააცნობიეროს და მათ რიცხვში მეც, რომ ჩვენ ამ სიძნელეების გადასალახად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ", - განაცხადა ივანიშვილმა.