ქვეყანაში ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სტაგნაცია და პოლიტიკური კრიზისის ნიშნები შეიმჩნევა, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა კანცელარიაში პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარისას განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში დღეს ეკონომიკური სტაგნაციაა და ამას ვერავინ უარყოფს, რადგან ფაქტია.
როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, ქვეყანაში არის სხვა საკითხები, რომლებიც მიუთითებს, რომ პრობლემებია და თან პოლიტიკური კრიზისის ნიშნები შეიმჩნევა.
"ყველაზე ნაკლებად ახლა ჩვენ პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება გვჭირდება. დღეს ყველაფერზე ვერ შევთანხმდებოდით, რადგან ჩვენი მსოფლმხედველობები განსხვავდება, მაგრამ ორივე შევთახმდით იმაზე, რომ ჩვენ ყველანი საქართველოს შვილები ვართ, რომ საქართველოს უნდა გავუფრთხილდეთ, რომ ქართველ ხალს სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა და გარანტიები გრძელვადიანი განვითარების. არც ერთ მხარეს არ გვინდა გართულება", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.