საქართველოს პრესიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ ვითარებაში პრეზიდენტის პოსტზე თავს კომფორტულად არ გრძნობს.
ამის შესახებ სააკაშვილმა პრემიერთან დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიას განუცხადა.
"რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, მე პრემიერს კიდევ ერთხელ დავუდასტურე, რას ვხედავ და როგორ ვხედავ თანამშრომლობის შესაძლებლობას საქართველოში. აქ არის რამდენიმე ასპექტი, პირველ რიგში, მინდა, გითხრათ, რომ მე როგორც პრეზიდენტი და მე დიდი ხანია, თქვენ მიცნობთ, ვარ საკმაოდ ჩემთვის უჩვეულო მდგომარეობაში, იმიტომ რომ ბოლო წლებში მე შეჩვეული ვარ ყოველ დილით გაღვიძებას, ხალხმრავალ შეხვედრებს, განხილვებს, რაც მთავარია, ახალი ობიექტების გახსნას, ახალი ობიექტების მშენებლობებს დაწყებას, უნივერსიტეტების და სკოლების გახსნას, გზების მშენებლობას და უამრავ სხვა რაღაცას. თქვენ ხედავთ, რომ ჩემი დღეები ამ გრაფიკისგან თითქმის მთლიანად დაცლილია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ დღეს დაახლოებით, ერთ საათში ვხსნი ახალ თეატრს და ეს იქნება ერთ-ერთი ჩემი საბოლოო საჩუქარი ბათუმლებისთვის, სხვა მხრივ, ჩემი გრაფიკი მთლიანად დაცლილია, ამიტომ ჩემთვის, რეალურად ასეთი უმოქმედობა არის მძიმე ტვირთი და რომ გითხრათ, რომ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ თანამდებობაზე დღევანდელ ვითარებაში, ეს იქნებოდა სიცრუე და ამას ნამდვილად არ გაკადრებთ. ამდენად, ის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ვრჩები პრეზიდენტის თანამდებობაზე, ამ პირობებში, როდესაც კონკრეტულად ბევრს ვეღარაფერს ვაკეთებ, არის ის, რომ ჩვენ შევინარჩუნოთ ქვეყანაში დემოკრატიული სივრცე, დემოკრატიული ჩარჩო, შევქმნათ რაღაც შესაძლებლობა მაინც საკონსტიტუციო სტაბილურობის, რაღაც სახის ერთმანეთთან საერთო ენის გამონახვის თუ არა, ყოველ შემთხვევაში რაღაც სახის ურთიერთობების ცივილიზებული გარკვევის და ამგავრად, ჩემ თავს ვხედავ ამგვარად და ეს არის ჩემი ფუნქცია და ჩემი მთავარი მოვალეობა", - განაცხადა სააკაშვილმა.