ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციას

ირაკლი ღარიბაშვილი კონფერენციას "ქალები პოლიციაში" დაესწრო

შინაგან საქმეთა მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" რეგიონულ კონფერენციას - "ქალები პოლიციაში" დაესწრო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება და ორგანიზებულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავებთან ურთიერთობის საერთაშორისო ბიუროსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლობის ფარგლებში.

მისი მიზანია, სამართალდამცავების კვალიფიკაციის ამაღლება და პოლიციაში ქალის როლის წარმოჩენა.

კონფერენციის გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ შს მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში, რიჩარდ ნორლანდი. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქართველი პოლიციელი ქალები და მათი კოლეგები უკრაინიდან, მოლდოვადან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან.

კონფერენცია "ქალები პოლიციაში", რომელსაც წაუძღვებიან მოწვეული საერთაშორისო ექსპერტები, 6 მარტს დასრულდება.