მიხეილ სააკაშვილი კანცელარიაში საკუთარი ელექტრომობილით მივიდა

მიხეილ სააკაშვილი კანცელარიაში საკუთარი ელექტრომობილით მივიდა

საქართველოს პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში საკუთარი ელექტრომობილით მივიდა. თუმცა, როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, მიხეილ სააკაშვილი საჭეს თავად არ მართავდა. 

პრეზიდენტი მთავრობის კანცელარიაში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ესკორტმა მიაცილა.

მიხეილ სააკაშვილის კორტეჟი დაახლოებით შვიდი ავტომანქანისგან შედგებოდა.