საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ხათუნა ბერძენიშვილის საკითხის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო

საზმაუწყებლის სამეურვეო საბჭომ ხათუნა ბერძენიშვილის საკითხის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხის განხილვის გადაწყვეტილება მიიღო . ბერძენიშვილის საკითხი დღის წესრიგში კენჭისყრის შედეგად შევიდა. 

რამდენიმე წუთის წინ საზოგადოებრივ მაუწყებელში სხდომაზე დასასწრებად ხათუნა ბერძენიშვილიც მივიდა, რომელმაც ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ სამეურვეო საბჭო დეტალურად უნდა დაინტერესდეს იმ საფრთხეებით, რომლებიც მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკას უკავშირდება.

"მე მივმართე საბჭოს, დაინტერსებულიყო გენერალური დირექტორის კომპეტენციით და ზოგადად იმ პროცესებით, რომელიც მისი დანიშვნის შემდეგ არხზე საინფოომაციო პოლიტიკას უკავშირდება. დღეს საკმაოდ მნიშვნელოვანი დღეა ამ მიმართულებით. მე "მოამბის" დილის გამოშვებებს ვუყურე და რამდენიმე ამბავი უკვე გამოშვებაში აღარ იყო. ამიტომ მაინც მგონია, რომ სამეურვეო საბჭომ ძალიან დეტალურად უნდა მოიკითხოს, რა საფრთხის ქვეშ დგას საზოგადოებრივ მაუწყებლის საინფორმაციო პოლიტიკა", - აღნიშნა ხათუნა ბერძენიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, საბჭო სხდომაზე სკაიპის მეშვეობით მოუსმენს არხის გენერალურ დირექტორს გიორგი ბარათაშვილს, რომელიც საქართველოში არ იმყოფება.