ქუთაისის მერმა და მერიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისის მერმა და მერიის თანამშრომლებმა აქცია გამართეს

ქუთაისის მერიის წინ თანამშრომლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. აქცია მერიის წინ გაიმართა. 

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი იუწყება, აქციაზე ქალაქის მერი ბესიკ ბრეგაძეც იმყოფებოდა. მისი ბრეგაძის განცხადებით, ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, ცენტრალურ ხელისუფლებას მოუწოდებენ, შეწყდეს მერიაზე ზეწოლა და თვითმართველობას არ ეძლევა საქმის კეთების საშუალება.

როგორც ბესიკ ბრეგაძემ განმარტა, პროკურატურა ყოველდღიურად სხვადასხვა სამსახურების ხელმძღვანელებს და თანამშრომლებს იბარებს, რის გამოც თანამშრომლები ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

საპტორესტო აქცია ერთი საათში ექსცესების გარეშე დასრულდა. როგორც ქუთაისის მერიაში განმარტავენ, თუ არ შეწყდება პროკურატურის მხრიდან ზეწოლა, შემდეგ უკვე მერიაში უფრო ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქციის გაიმართება.