საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს

საზოგადოებრივ მაუწყებელში სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ხათუნა ბერძენიშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხიც განიხილება.

ჟურნალისტებთან საუბრისას სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა ეკა მაზმიშვილმა იმედი გამოთქვა, რომ საბჭო ორივე მხარის, როგორც ხათუნა ბერძენიშვილის, ასევე მაუწყებლის გენერალური დირექტორის, გიორგი ბარათაშვილის მოსმენას შეძლებს.

არსებული ინფორმაციით, გიორგი ბარათაშვილი საქართველოში არ იმყოფება, თუმცა სავარაუდოდ, მას სკაიპის მეშვეობით მოუსმენენ.

გიორგი ბარათაშვილმა ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან რამდენიმე დღის წინ გაათავისუფლა. ბერძენიშვილმა მისი გათავისუფლება ბარათაშვილზე პოლიტიკურ ზეწოლას დაუკავშირა. საზმაუწყებლის გენერალური დირექტორი სანფორმაციო სამსახურის ყოფილი უფროსის ბრალდებებს უარყოფს.