ლეონიდ თიბილოვი - გააქტიურდნენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ვითარების დაძაბვას

ლეონიდ თიბილოვი - გააქტიურდნენ ძალები, რომლებიც ცდილობენ ვითარების დაძაბვას

ე.წ. სამხრეთ ოსეთში გააქტიურდნენ ძალები, რომლებიც ცდილობენ შიდა პოლიტიკური ვითარების დაძაბვას. ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ლეონიდ თიბილოვმა ე.წ. ძალოვანი უწყებების ხელმძღვანებთან შეხვედრისას განაცხადა. 

მან ხაზი გაუსვა, რომ როგორც არ უნდა ააწყონ რუსეთმა და საქართველომ ურთიერთობები, ეს არანაირად არ აისახება რუსეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ურთიერთობებზე.

"ამის შესახებ ნათლად განაცხადეს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა. ჩვენის მხრივ, არავის მივცემთ იმის ნებას, რომ ძირი გამოუთხაროს ქვეყანაში არსებულ ვითარებას შიგნიდან. სხვათა შორის ასეთი მცდელობები არის",- განაცხადა თიბილოვმა.