გიორგი ონიანი - ახალაიას პროცესზე პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა განხორციელდა

გიორგი ონიანი - ახალაიას პროცესზე პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე ზეწოლა განხორციელდა

თავდაცვისა და შს ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას პროცესის დროს პროკურატურის მხრიდან სასამართლოზე უპრეცედენტო ზეწოლა განხორციელდა , - ამის შესახებ დღეს "თავისუფლებისა და მხარდაჭერის ცენტრის" დამფუძნებელმა გიორგი ონიანმა განაცხადა. 

მისი თქმით, ახალაიას პროცესის დროს სასამართლოს შენობასთან იდგნენ პატრულის ფორმებში გადაცმული "პეპელას" სპეცრაზმის თანამშრომლები. ონიანის განცხადებით, იმ ადგილზე, სადაც ჟურნალისტები იყვნენ, ორი პირი იდგა, რომლებიც სპეცსამსახურის თანამშრომლები იყვნენ.

"სასამართლომ მიიღო არაადეკვატური გადაწყვეტილება და ახალაია დატოვა პატიმრობაში იმ მოტივით რომ ბაჩო გააგრძელებს დანაშაულებრივ საქმიანობას, რაც სამარცხვინოა. კერძოდ, პროკურატურის მტკიცებით, ის დანაშაულს თანამდებობაზე ყოფნის დროს სჩადიოდა და მაშინ როცა თავისუფალი იქნებოდა, როგორ უნდა ჩაედინა დანაშაული", - აცხადებს ონიანი.

მისივე განცხადებით, ახალაიას ბრალი ედება ე.წ. კანონიერ ქურდებთან თანამშრომლობაში, რაც ვერაფრით ვერ მოხდებოდა, რადგან "ქურდები" გეგმავდნენ მის ლიკვიდაციას.
"მომავალი", რომელიც შეძლებდა ბაჩო ახალაიას ლიკვიდაციას, ხდებოდა ქურდი და ისინი ბაჩო ახალაიას დავალებით როგორ იმოქმედებდნენ?!",- აცხადებს ონიანი.