საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლის კობა დავითაშვილისთვის გაუგებარია, რა საჭიროა საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტთან კონსულტაციების გამართვა, როცა პარლამენტში დეპუტატთა საჭირო ხმათა რაოდენობა უკვე არსებობს.
"რაში გვჭირდება კონსულტაციები პრეზიდენტთან კონსტიტუციაზე, როცა ხმათა 2/3, რაც საჭიროა წარმოდგენილი ცვლილებების მისაღებად, პარლამენტში არსებობს. დიდი ხანია გვყავს 100-ზე მეტი დეპუტატი, რომელიც პარლამენტში ინიცირებულ საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარს დაუჭერს", - განუცხადა ჟურნალისტებს კობა დავითაშვილმა.
მისივე თქმით, პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის დღევანდელი შეხვედრა სამუშაო ხასიათს ატარებს და პირადად მას შეხვედრასთან დაკავშირებით რაიმე მოლოდი არ აქვს.