მელორ ვაჩნაძე დაკითხვაზე იმყოფება

მელორ ვაჩნაძე დაკითხვაზე იმყოფება

ძველი თბილისის რაიონის მთავარ სამმართველოში ყოფილი პოლიტპატიმარი მელორ ვაჩნაძე იკითხება. როგორც "ინტერპრესნიუსს" უფლებადამცველმა ლევან ჩიტაძემ აცნობა, ვაჩნაძე მისი დაჭრის თაობაზე იკითხება. 

მისივე თქმით, მელორ ვაჩნაძე პოლიციის სამმართველოს დატოვების შემდეგ სპეციალურ განცხადებასაც გააკეთებს.

როგორც თავად ვაჩნაძე განმარტავს, ინციდენტი რუსთაველის გამზირზე მოხდა. მისი თქმით, აღნიშნულის თაობაზე ის ერთხელ უკვე დაიკითხა.

"უცნობმა პირმა ჩამიარა და ზურგში ბასრი საგანი დამისვა. არ ვიცი ვინ იყო. ჩვენს შორის არანაირი შელაპარაკება არ მომხდარა, ვიღაც გაბოროტებული ადამიანი იყო", - აცხადებს ვაჩნაძე. მისივე თქმით, მან თავდამსხმელი დაინახა, თუმცა მას არ იცნობს.