პრემიერთან შრომითი ურთიერთობისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

პრემიერთან შრომითი ურთიერთობისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა

პრემიერ-მინისტრთან დღეს შრომითი ურთიერთობისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა. 

როგორც "ინტერპრესნიუსს" ბიძინა ივანიშვილის პრესსამსახურიდან აცნობეს, დღის წესრიგში შეტანილი იყო სამი საკითხი - "სამუშაო ჯგუფის ინფორმაცია ცალკეულ საწარმოებში გამოვლენილი პრობლემების შესახებ", "შრომის კოდექსის ახალი რედაქციისა და სოც. პარტნიორობის სამმხრივი კომისიის ინსტიტუციონალიზაციის შესახებ" და "კომისიის სამუშაო ჯგუფის შემდგომი სამოქმედო გეგმის შესახებ".

შრომითი ურთიერთობისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიის სხდომას შინაგან საქმეთა მინისტრი, ფინანსთა მინისტრი და ეკონომიკის მინისტრი ესწრებოდნენ. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ გარემოს დაცვის, რეგიონული განვითარებისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები.

შრომითი ურთიერთობისა და სოციალური დიალოგის საკითხთა კომისიას საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ხელმძღვანელობს.