სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესატან ცვლილებებს დღეს I მოსმენით განიხილავენ

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესატან ცვლილებებს დღეს I მოსმენით განიხილავენ

პარლამენტში დღეს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შესატან ცვლილებებს I მოსმენით განიხილავენ.

"საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ" და “საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ" კანონპროექტებზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელებენ.

კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა, მომხსენებელი კი მთავრობის საპარლამენტო მდივანი შალვა თადუმაძე.

გარდა ამისა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ასევე იმსჯელებენ "ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე", და "საქართველოს სამოქალაქო კოდექსში" ცვლილების შეტანის შესახებ".