ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნორვეგიისა და შვედეთის სამეფოებში გაემგზავრა

ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნორვეგიისა და შვედეთის სამეფოებში გაემგზავრა

ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი სამუშაო ვიზიტით ნორვეგიისა და შვედეთის სამეფოებში გაემგზავრა.

ნორვეგიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ალექსი პეტრიაშვილი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნორვეგიის საგარეო და თავდაცვის მინისტრებთან, პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან. ასევე, დაგეგმილია მინისტრის სიტყვით გამოსვლა ნორვეგიის საგარეო საქმეთა ინსტიტუტში (NUPI), თემაზე - "საქართველო 2012 წლის არჩევნების შემდეგ - გეოპოლიტიკური არჩევანი?". შეხვედრას ნორვეგიის სამეფოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, კვლევითი ცენტრებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრებიან.

შვედეთში სამუშო ვიზიტის ფარგლებში, ასევე, ორმხრივი შეხვედრები დაგეგმილია შვედეთის თავდაცვის მინისტრთან, საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანთან და პარლამენტის საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების თავმჯდომარეებთან. ალექსი პეტრიაშვილი შვედეთის უსაფრთხოებისა და განვითარების პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ შეხვედრასაც დაესწრება და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევით ინსტიტუტების წარმომადგენლებს სახელმწიფო სიტყვით მიმართავს.