2013 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,3% შეადგინა

2013 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,3% შეადგინა

2013 წლის თებერვალში წინა თვესთან შედარებით საქართველოში ინფლაციის დონემ -0,3% შეადგინა.

საქსტატის ინფორმაციით, სურსათი და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები 0,6%-ით შემცირდა. მათ შორის, რძეზე, ყველსა და კვერცხზე ფასმა 4,4%-ით იკლო, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 1,9%-ით გაიაფდა, ბოსტნეულისა და ბაღჩეულის ფასი კი 1,6%-ით ნაკლებია. ამასთან, ფასები ხილისა და ყურძნის ქვეჯგუფზე 4,8%-ით გაიზარდა.

მოცემულ პერიოდში ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე ფასები 2,8%-ით შემცირდა. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თებერვლის ინფლაციაში -0,07 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

ამასთან, მიმდინარე წლის თებერვალში 2012 წლის თებერვალთან შედარებით ინფლაციის დონემ -2,1% შეადგინა.